გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ახალციხეში ორი ბავშვი გაზის გაჟონვის შედეგად მოიწამლა

4-06-2020

გაზით ინტოქსიკაციის შედეგად ახალციხის კლინიკებში ორი მცირეწლოვანი შეიყვანეს.

ორი და ოთხი წლის ბავშვები ერთ სახლში იმყოფებოდნენ. მეზობლის სახლში ქალი 2 წლის ბავშვთან ერთად იყო, როცა მცირეწლოვანმა გონება დაკარგა. ცოტა ხანში ცუდად გახდა მეორე ბავშვიც.

ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოსა და კლინიკა იმედში განაცხადეს, რომ ამ დროისათვის ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კომპანია „ინტერგაზში“ აცხადებენ, რომ შემთხვევა არასწორად დამონტაჟებულმა წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ–ის 240 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

პია