გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

უცხოური მედია: თბილისში დღის ცხოვრება ისეთი მჩქეფარია, როგორც მთის სწრაფი მდინარე

4-06-2020

გამოცემა blog.airba, უცხოეთში საზაფხულო დასვენებისთვის მონიშნული ადგილების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც საუბარი საქართველოს შესახებაცაა:

"საღამოობით სულ უფრო ცხელა და ადამიანს მით უფრო უნდება რეალური საზაფხულო დასვენება - პალმის ხეებით, ჭიქაში ჩაყრილი ყინულის ნატეხებით - და ამ ფიქრებშუი გართულს თითქოსდა ინსტინქტურად გაგირბის ფეხი ზღვისკენ. ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება ბევრ ქვეყანაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საზღვრები მალე გაიხსნება მოგზაურთათვის. რამდენიმე ქვეყანამ უკვე გამოაცხადა ეს ჯადოსნური დღე მოგზაურობის დაგეგმვის დრო დგება. მის გარეშე წელს არ გამოვა!

საბერძნეთი, კვიპროსი, ესპანეთი, იტალია, პორტუგალია, ხორვატია, საქართველო.

თბილისში დღის ცხოვრება ისეთი მჩქეფარია, როგორც მთის სწრაფი მდინარე. იოლია ეს ქვეყანა შეგიყვარდეს და ყოველ შემდეგ კვირას მოგინდეს დაბრუნება თუნდაც ხაჭაპურის დასაგემოვნებლად. ივლისში ეს ვარიანტი ბრუნდება ჩვენს არჩევანში! ეწვიეთ საქართველოს მთავრობის გვერდს ინტერნეტში, სადაც ტურისტებისთვის აუცილებელი ინფორმაციაა მითითებული სამოგზაურო შეზღუდვების შესახებ.

დასვენება დაიწყეთ კახეთის რეგიონის ცნობილ ალაზნის ველზე გადაჭიმული ვენახებიდან. სიღნაღში გემო გაუსინჯეთ „რქაწითელსა“ და „საფერავს“, მაგრამ ფრთხილად იყავით „ჭაჭასთან“, რადგან ცეცხლივით წვავს! შემდეგ გაემგზავრეთ ანანურში, თუ ციხესიმაგრეები და ისტორია გიზიდავთ. ეს მე-17 საუკუნის ისტორიული ძეგლი ნამდვილად შთამბეჭდავია!

თბილისისკენ მიმავალ გზაზე გაჩერდით საქართველოს პირველ დედაქალაქში და სვეტიცხოვლის ტაძარი მოინახულეთ მცხეთაში. ზემოთ აიხედეთ და დატკბით დეკადენტური ფრესკებით, თან კისერს უფრთხილდით - არ მოგძვრეთ ამ სილამაზის ცქერაში.

აქ დაივიწყეთ კალორიების თვლა, რადგან საქართველოში კერძები სიამოვნებისთვის იქმნება და არა თვითგვემისთვის (მომატებული წონის გამო). ბოლოს და ბოლოს დასასვენებლად ხართ ჩამოსული!"-წერს გამოცემა.