გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

FAKE NEWS-ის შემქმნელი ოპოზიცია და მედია – თეა წულუკიანი

4-06-2020

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ბოლო დროს გაჟღებეულ საკადრო ცვლილებებს ეხმაურება და ამ ინფორმაციას ყალბს უწოდებს.

 

წულუკიანის თქმით, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობაზე არჩევნების პერიოდშიც იქნება.

 

„ყალბი ინფორმაცია, ანუ ფეიქ ნიუსი არამარტო საქართველოში არამედ მსოფლიოში სერიოზული პრობლემა რომელიც დემოკრატიას ემუქრება.

ბოლო დღეებში ვისმენდით თითქოს წულუკიანი მიდის საკონსტიტუციო სასამართლოში, ეს არის ფეიქ ნიუსი.

 

შემდეგ ვრცელდებოდა ინფორმაცია თითქოს წულუკიანი მიდის პარლამენტის თავმჯდომარედ, ესეც არის ფეიქ ნიუსი.

 

გუშინ ვიხილეთ, ისევ ოპოზიციური მედიასაშუალებებით სახელდახელოდ შექმნილი ახალი ყალბი ინფორმაცია, პრემიერ-მინისტრ გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით, ესეც არის ყალბი ინფორმაცია, ანუ ე.წ ფეიქ ნიუსი.

 

არავინ არსად არ მიდის, ბატონი გახარია არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამ რანგში ჩვენს გუნდს მიიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე, იმ არჩევნებში რომელიც 31 ოქტომბერს შედგება.

 

ჩვენ ყველანი ვრჩებით იქ, სადაც ამჟამმად გვხედავთ.

 

ეს იქნება ის გუნდი, რომელიც არამხოლოდ პანდემიას დავამარცხებთ, არამხოლოდ უვიზო რეჟიმს მოიტანს, არამედ ეს იქნება სახელისუფლებო გუნდი მთავრობაში, პარლამენტში, რომელიც მორიგჯერ გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნებით დაამარცხებს იმ სერიოზულ პრობლემას, რომელსაც ქვია ფეიკ ნიუსების შემქმნელი ოპოზიცია და მედია საშუალებები,”- განაცხადა წულუკიანმა.

პრაიმტაიმი