4-06-2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ წყალუზრუნველყოფილი და დრენირებული ფართობების გაზრდის მიზნით, სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებს.
შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, დოეს-გრაკალის სარწყავი სისტემის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა. სოფელ ქვახვრელში ხე-მცენარეებისა და ბუჩქნარისაგან არხის 1000 მეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა.
ექსპლუატაციის პროგრამით განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, არხში წყლის გამტარუნარიანობა გაიზარდა, რაც სოფელ ქვახვრელის, უფლისციხის, დოესისა და გრაკალის დამატებით 100 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის მორწყვას უზრუნველყოფს, ხოლო 400 ჰექტარზე მეტ მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს.
დოეს-გრაკალის სარწყავი არხის აღდგენითი სამუშაოები საქართველოს მელიორაციამ საკუთარი ძალებით განახორციელა.
დოეს-გრაკალის სარწყავი სისტემა წყალს მდინარე მტკვარზე მოწყობილი სათავე- ნეგობობიდან იღებს.