გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დღეიდან ქალაქ თეთრიწყაროში მკაცრი საკარანტინე რეჟიმი მოიხსნა

4-06-2020

დღეიდან ქალაქ თეთრიწყაროში საკარანტინე შეზღუდვები მოიხსნა, ყველა საკონტროლი გამშვები პუნქტი გაუქმებულია და, 39-დღიანი შეზღუდვების შემდეგ, მოქალაქეებს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ.
გატარებული პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების საფუძველზე, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ქალაქის გახსნასთან დაკავშირებით.
“ბოლო პერიოდის განმავლობაში დიდი სირთულეების დაძლევა მოგვიწია. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ამ პროცესებში ჩართულ პირებსა თუ უწყებებს. განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო თავდაცვის ძალებს, პოლიციას, ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს, თეთრიწყაროს ჯანდაცვის ცენტრს გაწეული დაუღალავი შრომისთვის”, –  განაცხადა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ქორიძემ.

ცნობისთვის, თეთრიწყაროში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 25 აპრილს დაფიქსირდა, ხოლო 26 აპრილს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მუნიციპალური ცენტრი ჩაიკეტა.
მუნიციპალიტეტში სულ კორონავირუსის 55 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 50 უკვე გამოჯანმრთელდა
ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 7 ხოლო კარანტინში 36 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მკურნალობს 5 პაციენტი, თერმოსკრინინგის პროცედურა ჩატარებული აქვს 17 886 პირს, პი-სი-არ ტექნოლოგიით ტესტირება ჩატრებული აქვს, ჯამურად, 872 პირს.

kvira