4-06-2020
სოფელ ხვითის სატუმბი სადგური გ1-ის მაგისტრალურ არხში 20 წლის შემდეგ სარწყავი წყალი კვლავ მოედინება.
შპს საქართველოს მელიორაციამ, თეზი-ოკამის და დოეს-გრაკლის კასპის სერვის ცენტრმა ფართო მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა. კერძოდ გარემონტდა სატუმბი სადგურის შენობა, დამონტაჟდა ახალი ტუმბო აგრეგატები, წყალშემკრები ჭები, მილხიდები.
პარალელურად მიმდინარეობს ხვითის სატუმბი სადგური გ2 -ის სარემონტო-წმენდითი სამუშაოები, რომელიც კიდევ მეტი ფართობის გასარწყავების საშუალებას იძლევა. სარწყავი წყლით ისარგებლებს ბოჟამის, ხვითის, ლამისყანის, სამთავისის და ქვემო ჭალის მოსახლეობა.