გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

საოკუპაციო ზოლთან მდებარე ორი სოფელი – ქვემო ნიქოზი და ერგნეთი დაისეტყვა

4-06-2020

გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ზოლთან მდებარე ორი სოფელი – ქვემო ნიქოზი და ერგნეთი დაისეტყვა. როგორც “რეგიონული კვირას” სოფლის მეურნეობის შიდა ქართლის სამმართველოს ხელმძღვანელმა, მამუკა ლომსაძემ განუცხადა, სტიქიის შედეგად, ქვემო ნიქოზში მიღებული ზარალი შედარებით მეტია, ვიდრე – სოფელ ერგნეთში.

“ამ დროისთვის, მიმდინარეობს ზარალის დათვლა. რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ სეტყვამ ქვემო ნიქოზში მოსავლის უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა, ვიდრე – ერგნეთში”, – განაცხადა მამუკა ლომსაძემ.

“სეტყვა, წვიმასთან ერთად, დაახლოებით, 5 წუთამდე გაგრძელდა და ვფიქრობ, მოსავლის 10-15% გაანადგურა. მიმაჩნია, რომ ძლიერი სეტყვა ცხინვალშიც იქნებოდა”, – განაცხადა ერგნეთის მაცხოვრებელმა, გიორგი კასრაძემ.

kvira