გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გორი-დოესის გზაზე ძაღლი ტომარაში გახვეული დატოვეს

4-06-2020

გორი-კასპი-დოესის გზას კიდევ ერთი მიტოვებული ძაღლი შეემატა. უცნობმა პირმა შინაური ცხოველი გზაზე დატოვა.

ძაღლი პატრონს იმ ტომარასთან ელოდება, რომლითაც იქ დატოვეს. ადამიანის მეგობარ ცხოველს ამ ტომარის ქვეშ ეძინა. სავარაუდოდ, ის კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მოქალაქემ დატოვა.

ცხოველთა დამცველი ირმა მთიულიშვილი ამბობს, რომ აუცილებელია შინაური ცხოველების დაჩიპვა სავალდებულო გახდეს, რადგან ამით შესაძლებელი იქნება მეპატრონის დადგენა.

გორის მუნიციპალიტეტის 

მერიაში ჯერ კიდევ გასულ წელს საუბრობდნენ შინაურ ცხოველთა პოპულაციის მოწესრიგებაზე:

სტრატეგიული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლის ცნობით, შეხვედრა 31 ივლისს, 16 საათზე, საკრებულოს მცირე დარბაზში გაიმართება:

,,მოგეხსენებათ, რომ როგორც მთლიანად საქართველოში, ასევე გორის მუნიციპალიტეტში უმძიმესი მდგომარეობაა მიუსაფარ ცხოველებთნ დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ პრობლემის მოსაგვარებლად, პირველ რიგში, საჭიროა არა მხოლოდ მიუსაფარი, არამედ პატრონიანი ცხოველების პოპულაციის გავრცელების არეალის იდენტიფიცირება და რაოდენობის განსაზღვრა."- აღნიშნავდნენ ა(ა)იპ ,,გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტოში."

შიდა ქართლი