გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

“მაჟორიტარობას თბილისში არ ვაპირებ” – სად იყრის კენჭს გუბაზ სანიკიძე?!

4-06-2020

„გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე თბილისის მაჟორიტარულ ოლქში კენჭისყრას გამორიცხავს, თუმცა აცხადებს, რომ სხვა რეგიონულ მაჟორიტარულ ოლქში, სავარაუდოდ, საკუთარ კანდიდატურას დააყენებს.

ამის შესახებ სანიკიძემ „პრაიმტაიმთან“ საუბარისას განაცხადა.

 

“არ გამოვრიცხავ, თუმცა ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილება არ მაქვს მიღებული. ეს მარტო ჩემზე არ არის დამოკიდებული. ეს დამოკიდებულია საკონსტიტუციო ცვლილებები მოხდება თუ არა, როგორ დანაწილდება… რას იზამს ოპოზიცია.

 

ამიტომ, ჯერჯერობით, არა მაქვს გადაწყვეტილი, თუმცა ვფიქრობ. ერთადერთს რასაც გეტყვით, თბილისში მაჟორიტარობას არ ვაპირებ.

 

როგორც იკვეთება, თბილისში შეთანხმება შესაძლებელი ხდება და ალბათ, რეგიონების რამოდენიმე რაიონშიც მოხერხდება.

 

აქ უნდა წავიდეთ ძალიან მარტივად, სადაც შესაძლებელია შეთანხმება, უნდა დაიწყოს ოპოზიციამ მოლაპარაკება და არა – პირიქით. ვფიქრობ, რომ კონსენსუსი მიღწეული იქნება“,- განაცხადა სანიკიძემ.

 

სანიკიძე ფიქრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უფრო მზად არის კონსენსუსისთვის, ვიდრე სხვა დანარჩენი პარტიები.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ ბოლომდე იბრძოდა ამ შეთანხმების შესანარჩუნებლად და ახლაც იბრძვის. გარედან რასაც ვხედავ, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უფრო მზად არის  კონსენსუსისთვის, ვიდრე დანარჩენი პარტიები.

 

ცოტა ზედმეტი მოლოდინები შეიქმნა, მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ზედმეტი მოლოდინები არ ვარგა, რადგან 30-ვე მაჟორიტარზე შეთანხმება თეორიულად გამორიცხულია.  ვფიქრობ, 10-15 ოლქზე – შესაძლებელია“,- განაცხადა მან.

 

ინფორმაციისთვის, გაერთიანებული ოპოზიციში შემავალ პარტიებს უჭვი აქვთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მაჟორიტარობის ერთაინ კანდიდატებთან დაკავშირებით, მიგომების გადახევას აქვს ადგილი.

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

 

 პრაიმტაიმი