გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ბოჟაძე: არველაძე სააკაშვილის უერთგულესი თანამებრძოლია და საჯაროდ დირექტივების მიმცემი იქნება

5-06-2020

რასაც ვერ, ან არ გაახმოვანებს სააკაშვილი, სავარაუდოდ, დირექტივების მიმცემი ასე საჯაროდ, Facebook-ით გიორგი არველაძე იქნება,- ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლადო ბოჟაძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.

„ის, რასაც ვერ ან არ გაახმოვანებს სააკაშვილი, სავარაუდოდ დირექტივების მიმცემი ასე საჯაროდ Facebook-ით იქნება გიორგი არველაძე და სწორედ მაშინ, როდესაც ოპოზიციაშიც შეიქმნა გარკვეული პრობლემები.

 

 

კერძოდ, სხვადასხვა ოპოზიციურმა პარტიებმა გაბედეს, რომ თანასწორად ელაპარაკათ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ესაუბრათ ერთიან მაჟორიტარებზე, კვოტებზე და ა.შ.

 

 

ვნახეთ როგორი განცხადებები გაკეთდა ოპოზიციის მისამართით და აგრძნობინა მათ, ვინ არის ოპოზიციაში ლიდერი.

 

ვინ კარნახობდეს დანარჩენ ოპოზიციას თამაშის წესებს, ვის უნდა ჰყავდეს ყველაზე მეტი მაჟორიტარი, ვის უნდა ჰყავდეს ყველაზე მეტი პირი პარტიულ სიაში და ყველაზე მთავარი“ – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

 

მისივე თქმით, ღიმილის მომგვრელია ახლა წინასწარ ოლქების და მითუმეტეს, თანამდებობების გადანაწილება.

პრაიმტაიმი