5-06-2020
მოქალაქეების გინების გამო ქარელის მერს, ზაზა გულიაშვილს სასამართლოში უჩიველეს. საქმე ეხება 29 მაისს მომხდარ ინციდენტს.
საკრებულოს სხდომაზე მისული სოფელ რუისისი მოქალაქეები 11 000 კვადრატული მეტრი მიწის ფართობის გასხვისებას აპროტესტებდნენ, რაც მიუღებელი აღმოჩნდა ქარელის მერისთვის.
რუისელების ინტერესებს იცავს ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ოფისის იურისტი ლექსო მერებაშვილი. მისი თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და შესაბამისად ზაზა გულიაშვილმაც უნდა აგოს მომხდარზე პასუხი.
,,1 ივნისს განცხადებით მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოვითხოვეთ ქარელის მერის, ზაზა გულიაშვილის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, მის მიერ საკრებულოს 29 მაისის სხდომაზე მოქალაქეთა გინების გამო.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის მიხედვით, მერის ეს ქმედება კვალიფიცირდება წვრილმან ხულიგნობად, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 500-დან, 1000 ლარამდე, ან 15 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას,”- განაცხადა მერებაშვილმა.
ქარელის მერი სატელეფონო ზარებზე არ გვპაუსხობს.