გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

2021 წლიდან მობილური კომუნიკაციების ბაზარზე ევროპული ბაზრის მსგავსად, ვირტუალური ოპერატორები გაჩნდებიან  

5-06-2020

კომუნიკაციების კომისიამ მობილური კომუნიკაციების ბაზრის განვითარების მიზნით, უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო და  ევროპის ქვეყნების მსგავსად, 2021 წლის თებერვლიდან, საქართველოში ვირტუალური ოპერატორები (MVNO) შეძლებენ ოპერირებას. კომისიის გადაწყვეტილებით, მნიშნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებს დაეკისრა ვალდებულება საკუთარ ინფრასტრუქტურაზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორებს მისცენ დაშვება. მობილური ოპერატორის ქსელზე ვირტუალური ოპერატორის დაშვებით, ახალ მოთამაშეებს ექნებათ შესაძლებლობა დაიკავონ ბაზრის სეგმენტი, რაც ინოვაციური პროდუქტების მიწოდებას და მომხმარებლებისთვის მობილური მომსახურების არჩევანის გაზრდას უზრუნველყოფს.

 

MVNO არის მობილური მომსახურების მიმწოდებელი ისეთი ოპერატორი, რომელსაც შეუძლია საკუთარი ქსელის გარეშე, შესთავაზოს აბონენტებს მომსახურება.  ამასთან,  ვირტუალურ  ოპერატორებს აქვთ მეტი შესაძლებლობა საკუთარი რესურსები სრულად მიმართონ  ინოვაციური პროდუქტების შესაქმნელად და მრავალფეროვანი სერვისები მიაწოდონ საზოგადოებას. ასევე, ვირტუალური ოპერატორების ბაზარზე შემოსვლა მობილურ მომსახურებებზე კონკურენციას მაქსიმალურად გაზრდის, რაც იმის გარანტია, რომ პირველ ეტაპზე ფასების გაზრდა ვერ მოხდება, შედარებით გრძელვადიან პერიოდში კი, ეს გადაწყვეტილება ინტერნეტ სერვისებს უფრო ხელმისაწვდომს  გახდის.

 

ვირტუალური ოპერატორების დაშვების რეგულაცია წლებია მოქმედებს ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში. ის ქვეყნები სადაც MVNO არსებობს გაცილებით ეფექტური და მრავალფეროვანია. ასევე, ის ბაზრები სადაც ვირტუალური ოპერატორები ოპერირებენ, ხასიათდება განვითარების მაღალი ტემპით, გამოირჩევა მობილური სერვისების მრავალფეროვნებით და ხელმისაწვდომობით. კომუნიკაციების კომისიას მიაჩნია, რომ  სწორედ ინოვაციური, მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი სერვისები სჭირდება ჩვენს საზოგადოებას.