გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გიორგი გახარია: მნიშვნელოვანია, ადამიანებმა იცოდნენ, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში COVID 19-ის გავრცელება არის დაბალი

5-06-2020

"დღეს მსოფლიოში კოვიდისგან მწვანე რეგიონები და ქვეყნები, როგორადაც ითვლება საქართველო, ძალიან ცოტაა, ამიტომ, ეს თქვენ რაღაც დამატებით ღირებულებას მოგცემთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ქუთაისში, ტურიზმის სექტორთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ადამიანებმა იცოდნენ, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში COVID 19-ის გავრცელება არის დაბალი. პრემიერის თქმით, ეს ქმნის დამატებით შესაძლებლობას, ტურიზმიც განვითარდეს და ეკონომიკის სხვა დარგებიც.

„გავიგე, რომ დამატებითი ხარჯები გექნებათ, მაგრამ ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ დღეს Covid-19-ისგან მწვანე, სუფთა რეგიონები, როგორადაც ითვლება საქართველო, ძალიან ცოტაა. ერთმნიშვნელოვნად იმას უნდა მიხვდეთ, რომ დღეს ჩამოსული ტურისტი სულ სხვანაირი ტურისტია, მას მეტი გადახდისუნარიანობა აქვს, ვიდრე ზურგჩანთა გადაკიდებული ტურისტი, რომელიც ავტოსტოპით მთელ მსოფლიოს მოივლის. აქ უფრო სხვა სეგმენტის ხალხი მოვა, უფრო სხვა მოთხოვნები ექნებათ და დარწმუნებული ვარ, ეს შესაძლებლობას მოგცემთ, მეტი შემოსავალი გქონდეთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანებმა იცოდნენ, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში COVID 19-ის გავრცელება არის დაბალი. ეს უნდა შევინარჩუნოთ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, ტურიზმიც განვავითაროთ და ეკონომიკის სხვა დარგებიც“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.