გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ქალაქ ბოლნისს სულ მალე კიდევ ერთი ქვაფენილიანი ქუჩა შეემატება

5-06-2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მერაბ კოსტავას ქუჩაზე ათეული წლების განმავლობაში არსებული გზის პრობლემა სულ მალე მოგვარდება.

 

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

 

პროექტის პირველ ეტაპზე ქუჩაში არსებული დაიზანებული კედლებისა და ღობეების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, შემდგომ კი გზაზე ადგილობრივი ბაზალტით ქვაფენილი დაიგება. აღსანიშნავია, რომ წინა წელს კოსტავას ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი უკვე მოწესრიგდა.

 

ინფრასტრუქტურული სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, მისი ღირებულება 579, 000 ლარს შეადგენს. უახლოეს პერიოდში მერაბ კოსტავს მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაციაც იგეგმება.