გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პრემიერი: თეა წულუკიანს აქვს ყველანაირი რესურსი იმისთვის, რომ დაწინაურდეს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთაც

5-06-2020

"ქალბატონ თეა წულუკიანს აქვს ყველანაირი რესურსი იმისთვის, რომ დაწინაურდეს კიდეც ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთაც", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც თეა წულუკიანს შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, წულუკიანს აქვს უდიდესი გამოცდილება და შემდგომში, მის კარიერულ ზრდაში დარწმუნებულია.

„მას აქვს უდიდესი გამოცდილება, ურთულესი სამინისტროს მართვის და ის ეფექტურად მართავდა და მართავს იუსტიციის სამინისტროს, არ დაგავიწყდეთ, რომ იუსტიციის სამინისტროს, სულ ერთ წელზე ცოტა მეტი ხნის წინ პენიტენციალური სისტემაც მიუერთდა და ქალბატონი თეა ამ სისტემასაც ართმევს თავს ძალიან კარგად და ეფექტურად, ამიტომ მის კარიერულ ზრდაში შემდგომში, მე ვარ დარწმუნებული,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.