გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ფაროსანას გამო, რუსეთი აფხაზეთიდან შეტანილ მანდარინზე კონტროლს აძლიერებს

24-02-2018

რუსეთის ფედერაციის ფიტოსანიტარული და ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახური შეშფოთებულია აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ფიტოსანიტარიული სიტუაციით,  წერს ინტერნეტგამოცემა „ნაშა აბხაზია“. ამავე ინფორმაციით, აფხაზეთიდან რუსეთში გატანილი მანდარინის შემოწმებისას, გამოვლინდა საკარანტინო ობიექტი - აზიური ფაროსანა.

აღნიშნული ობიექტის რუსეთის ტერიტორიაზე გავრცელების თავიდან ასაცილებლად, „როსსელხოზნადზორმა“ შემდეგი ღონისძიებებს ატარებს : გაძლიერებულია კონტროლი იმ ქვეყნებიდან შემოტანილ პროდუქციაზე, სადაც მავნებელია გავრცელებული, ტარდება საინფორმაციო კამპანია მავნებლის გამოვლენის და ლიკვიდაციის მიზნით, მოქმედებს ცხელი ხაზი. ამასთან ერთად, იგეგმება ფედერალური და მუნიციპალური ხელისუფლების ორგანოების მიერ ერთობლივი ღონისძიებების გატარება დაცულ ბუნებრივ ზონებსა და დასახლებულ პუნქტებში.

რუსეთის მთავარი სანიტარული უწყების გათვლებით, ფაროსანას მიერ მიყენებულმა ზარალმა, ზიანის პოტენციურ ზონაში შესაძლოა, წელიწადში, 2 მილიარდი რუბლი შეადგინოს.

რადიო "ათინათი"