გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი გახარია: ჩემთვის მსგავსი ქმედებები უკიდურესად ამორალურია

5-06-2020

ფარცხალაძე იყო დაჯარიმებული იმიტომ, რომ „ჯიგრულ პონტში“ მე არ ვუშვებ საშვებს და ჩემთვის, ასეთი ნაბიჯები და მსგავსი ქმედებები არის უკიდურესად მიუღებელი, ამორალური, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ იმერეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს მის ფასეულობებს ეწინააღმდეგება.

„ძალიან საინტერესო ვიზიტი გვქონდა პარლამენტში. ოპოზიციას და ოპონირებას პატივს ვცემ იმიტომ, რომ ეს არის განვითარების ერთადერთი გზა, კრიტიკა ყველაფრის მამოძრავებელია და პირველ რიგში, პროგრესის. „ჯიგრულ პონტში“ გახარიამ კორუფციაზე თქვაო. სინამდვილეში, საშვის დაშვებაზე ვთქვი. ჩვენი ოპოზიცია, რომლებმაც ეს თქვეს, თურმე, ისეთი ანგელოზები არიან, ზუსტად ვიცი, ბევრი მათგანი, იქ რომ ისხდნენ და ამას გამოეკიდნენ, ხელზე დაიხვიეს და ისტორიები შექმნეს, გაფორმდნენ მედიაში იმისთვის, რომ „ჯიგრულ პონტში“ აეღოთ ნებართვა და ქალაქში, კომენდანტის საათის დროს ემოძრავათ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.