გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

პრემიერი: ქუთაისის უწყვეტი წყალმომარაგების პრობლემა მოგვარებულია

6-06-2020

ქუთაისი, ისტორიაში პირველად, უწყვეტი, 24-საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობს, - ქუთაისის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობის მეორე ფაზა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ უკვე დაასრულა. განხორციელებულ პროექტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილსა და იმერეთის რეგიონის გუბერნატორ ზვიად შალამბერიძესთან ერთად გაეცნო.

პროექტის ფარგლებში გოდოგანზე ორი, ხოლო მუხრანში ერთი რეზერვუარი აშენდა. ასევე, მოეწყო სამი სატუმბი სადგური, 18 კმ წყლის მაგისტრალური მილსადენი და 300 კმ შიდა გამანაწილებელი ქსელი.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქუთაისის უწყვეტი წყალმომარაგება, რაც ათწლეულების განმავლობაში სერიოზული პრობლემა იყო და ადგილობრივ მოსახლეობას დიდ დისკომფორტს უქმნიდა, მოგვარებულია და მსგავსი სისტემური პრობლემების გადაჭრა ეტაპობრივად გაგრძელდება.

პროექტის განხორციელების შედეგად, ქუთაისის 200 ათასზე მეტ მცხოვრებს წყალი უწყვეტად, 24-საათიან რეჟიმში მიეწოდება.

პრემიერ-მინისტრმა პროექტის ფინანსური მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკს, რომელმაც ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში 80 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა.