გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ბოლნისის მუნიციპალიტეტმა სოფელ გეტაში მცხოვრებ ყველა ოჯახს სასურსათო პაკეტი გადასცა

6-06-2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტში წითელ ზონად ამ დრომდე სოფელი გეტა და მუშევენი რჩება. დღეს გეტაში მცხოვრებ 160 ოჯახს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ სასურსათო პაკეტები გადასცა.

 

სასურსათო პაკეტების დარიგების პროცესში მონაწილეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და დეპუტატმა გოგი მეშველიანმა მიიღო.

 

პაკეტების დარიგება ჩაკეტილ სოფელში უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით განხორციელდა.

 

აღსანიშნავია, რომ კიდევ ერთ წითელ ზონაში, სოფელ მუშევანში, მუნიციპალიტეტმა სასურსათო პაკეტები უკვე დაარიგა.

 

„დღეს სოფელ გეტაში ყველა ოჯახს მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილი სასურსათო პაკეტები გადავეცით. სოფელი კორონავირუსის პანდემიის გამო დღემდე მკაცრ საკარანტინო ზონად რჩება და ძალიან მნიშვნელოვანია ამ პერიოდში მოსახლეობის დახმარება. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში სოფელს წითელი ზონის სტატუსი მოეხსნება, გეტას გახსნის საკითხი არსებულ ეპიდსიტუაცუაზე იქნება დამოკიდებული“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.