გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ბოლნისში თამაზ სტეფანიას ქუჩის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დასასრულს უახლოვდება

6-06-2020

ევროკავშირის გრანტის დაფინანსებით, ბოლნისში თამაზ სტეფანიას სახელობის ქუჩის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი უახლოეს დღეებში დასრულდება. პროექტის ფარგლებში საცხოვრებელი სახლების ფასადები რეაბილიტირდა, მოეწყო ღობეები და თითოეული მოსახლის კარები განახლდა. პროექტის სრული ღირებულება 54 300 ლარს შეადგენს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტმა, პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში, 2018 წელს ევროკავშირის გრანტი მოიპოვა. ევროკავშირის ფინანსური დახმარებით გასულ წელს თამაზ სტეფანიას სახელობის ძველ გერმანულ უბანში ქვაფენილი დაიგო, მოწესრიგდა საკანალიზაციო სისტემა , სანიაღვრე ქსელი და მოეწყო ტროტუარები.

,,თამაზ სტეფანიას სახელობის ქუჩის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დასასრულს უახლოვდება. დღეს სამუშაოებს ადგილზე გავეცანით. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. ეს პროექტი ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მას ევროპული მხარის ფინანსური მხარდაჭერით ვახორციელებთ და ისტორიული უბნის რეაბილიტაცია ჩვენს ქალაქში ტურიზმის განვითარებას ვფიქრობ ხელს უდავოდ შეუწყობს",- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.