გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

გორში ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ სახლთან დაჭრეს

8-06-2020

დაჭრა გორში - შემთხვევა კომბინატის დასახლებაში მოხდა. 33 წლის მამაკაცი გაურკვეველ ვითარებაში საკუთარი სახლის უკან, ცივი იარაღით დაჭრეს. ჭრილობა მხრის არეში იმდენად ღრმა იყო, რომ დაზარალებულს ორივე სასიცოცხლო სისხლძარღვი, ვენა და არტერია დაუზიანდა.

ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფო გადაიყვანა. საჭირო გახდა ოპერაცია. ექიმების თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციაშია.

ადგილობრივები კონფლიქტის მიზეზს ვერ ასახელებენ. მათ არც ჩხუბის ხმა გაუგიათ. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

 

რუსთავი2