გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

22 წლის ლაშა ბურჭულაძეს გომისმთაზე კვლავ ეძებენ - მეზობლები ამბობენ, რომ ის სახლიდან ზურგჩანთით გავიდა

8-06-2020

უკვე სამი დღეა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კურორტ გომისმთაზე ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. სოფელ შემოქმედის მკვიდრი 22 წლის ლაშა ბურჭულაძე თვითმხილველებმა ბოლოს გომისმთაზე ნახეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ის სახლიდან ზურგჩანთით გავიდა და ამ გასვლას წინ ოჯახის წევრებთან გაუგებრობა უძღოდა. მეზობლები ამბობენ, რომ 22 წლის ახალგაზრდას გომისმთაზე ჩუმად წასვლის შემთხვევა წარსულშიც ჰქონდა.

სამძებრო სამუშაოები კურორტზე ინტენსიურად მიმდინარეობს. დაკარგულის ძებნა დრონითაც ხორციელდება. ძებნაში, მაშველებთან ერთად, სოფლის ახალგაზრდები და ოჯახის წევრებიც არიან ჩართულები.

 

რუსთავი2