გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი დაპირება - ვაზნების ქარხნის მშენებლობა რთული, გრძელვადიანი, საშვილიშვილო პროექტია, რომელსაც ჯარს დავუტოვებ

9-06-2020

„ჩემი დავალებით, უკვე დავიწყეთ მუშაობა ნატოს სტანდარტების შესაბამისი ყუმბარმტყორცნების, ყუმბარების, რაკეტების წარმოებაზე. ჩვენს შესაბამის და უნიკალურ ხალხს, რომელებიც იქ მუშაობენ მინდა, მადლობა გადავუხადო, რადგან მათი ღვაწლი საქართველოს წინაშე არის უაღრესად დიდი და ამ ადამიანებს, მათ ხედვებსა და გონებრივ პოტენციალს სჭირდება სწორი გამოყენება და ათვისება” - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“.

 

გადაცემაში საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა დაპირებული ვაზნების ქარხნის მშენებლობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს საკმაოდ რთული, გრძელვადიანი, საშვილიშვილო პროექტია, რომელსაც ის ქართულ ჯარს დაუტოვებს.   „ამას აუცილებლად გავაკეთებ. ეს უნდა იყოს ტყვია-წამლის წარმოების სრული ციკლი. მე შემეძლო მარტივად საჩვენებლად გამეკეთებინა ძალიან პატარა ზომის ასაწყობი ქარხანა, მაგრამ ეს შეგნებულად არ გავაკეთე, ვინაიდან ეს არის ჩვენი ხელწერა. მე არ ვაკეთებ საქმეს იმისთვის, რომ ვიღაცამ ან მადლობა მითხრას ან საჩვენებელი მოდელები გავაკეთო. მე  საფუძვლიანად და ყოველთვის გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილ საქმეს ვაკეთებ“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.