გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გიორგი გახარია: ქვეყანაში ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გვაქვს, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ საუბრები ეპიდემიის დამარცხებასთან დაკავშირებით უკიდურესად ნაადრევია

9-06-2020

სამწუხაროდ, დღეს ისევ გვიწევს დავიწყოთ საუბარი ციფრებზე, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შედეგად. დღეს ქვეყანაში ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გვაქვს. თითქოს არ არის ეს ბევრი, მეტიც გვქონია, მაგრამ ამ 8 შემთხვევიდან სამწუხაროდ, 3 გახლავთ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, კერძოდ ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომელი. სამწუხაროდ, 2 შემთხვევაში, წარმომავლობის თვალსაზრისით, ჯერ კიდევ გაურკვეველია რა იყო პირველწყარო. ფაქტობრივად, ჩვენ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ რეალურად საუბრები ეპიდემიის დამარცხებასთან დაკავშირებით, როგორც მინიმუმ, უკიდურესად ნაადრევია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისული ბიუჯეტის პრეზენტაციის დაწყებისას განაცხადა.

 

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ახლა მობილიზაციის კიდევ უფრო მაღალი ხარისხია საჭირო.

 

 

მობილიზაციის კიდევ უფრო მაღალი ხარისხი გვმართებს. დღევანდელი ჩვენი შეკრების მიზეზი და მიზანი გახლავთ 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტი. ყველას კარგად გვესმის, რომ ეპიდემიამ ეკონომიკური თვალსაზრისით ქვეყანა უკან დახია. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, ვიმსჯელოთ ანტიკრიზისულ ბიუჯეტზე, დღეს ბიუჯეტი იქნება წარდგენილი პარლამენტისთვის და თქვენ დღეს აქ ხართ ყველანი იმისთვის, რომ სანამ ბიუჯეტი პარლამენტში წავა, წინასწარ გავცვალოთ ჩვენი მოსაზრებები,“ - მიმართა პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომის მონაწილეებს.