გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სოფელ გრაკალის საბავშო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

9-06-2020

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გრაკალში საბავშო ბაღის ახალი შენობის მშენებლობა მიმდინარეობს.


სკოლამდელი დაწესებულება აღსაზრდელთა ერთ ჯგუფზე შენდება, აღიჭურვება საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით, ასევე უზრუნველყოფილი იქნება ცენტრალური გათბობით, ვენტილაციის სისტემით, წყალმომარაგებითა და სახანძრო სიგნალიზაციით. გამწვანდება საბავშო ბაღის ეზო და საბავშო მოედანზე მოეწყობა გასართობი საშუალებები. 

ბაღის მშენებლობა მნიშვნელოვანია, რადგან არსებული დღემდე ნაქირავებ შენობაშია განთავსებული და პირობები დღევანდელ მოთხოვნებს სრულად ვერ აკმაყოფილებს. მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობის აშენების გადაწყვეტილება მიიღო.

სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ხარისხი 2“ ახორციელებს, რომელზეც 474896 ლარი დაიხარჯება. მუნიციპალიტეტისთვის სკოლამდელ დაწესებულებებში სათანადო პირობების შექმნა ერთერთი პრიორიტეტია. ახალი საბაშო ბაღები შენდება სოფელ იგოეთსა და სადგურ მეტეხის დასახლებაშიც - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა სამშენებლო სამუშაოების ადგილზე დათვალიერებისას.