გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი გზის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

9-06-2020

აქტიურად მიმდინარეობს საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი გზის სამშენებლო სამუშაოები. პროექტს, რომლის ღირებულება 1 101 000ლარს შეადგენს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი აფინანსებს. მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთან გოჩა ენუქიძესთან და ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.


აღნიშნულ სამუშაოებს 4 მარტიდან ახორციელებს კომპანია „ნიუ როუდი“.


✔ პროექტის მიხედვით, ზემო იმერეთი-რაჭის საავტომობილო გზა გაივლის სარეკს, ქვემო ხევს, უზუნთას, ხარისთვალს, შქმერს, უშოლთას, ბოყვას, კვაშხიეთს, ზუდალს და შეუერთდება ონის უკვე არსებულ საავტომობილო გზას. საჩხერე-ონის დამაკავშირებელი ახალი გზა საერთო სიგრძით 51,6 კილომეტრი იქნება.


პროექტის ფარგლებში 7 ხიდი აშენდება.


✔ აღიშნული პროექტი რეგიონის მცხოვრებლებს დედაქალაქთან კავშირს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს, ვინაიდან საგრძნობლად შემცირდება თბილისიდან რაჭის მიმართულებით გადაადგილების დრო და მანძილი.


ახალი გზა ონიდან 5 კმ-ით, ხოლო ამბროლაურიდან 20 კმ-ით იქნება დაშორებული.