გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გიორგი გახარია: მინდა თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო მეტი სიფრთხილისკენ, დღევანდელი დღე აჩვენებს, რომ არაფრისგან ვართ დაზღვეულები

9-06-2020

"მინდა დავუბრუნდე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო უფრო მეტი სიფრთხილისკენ. დღევანდელი დღე აჩვენებს, რომ ჩვენ არაფრისგან დაზღვეულები არ ვართ, ჩვენი უპირველესი ვალდებულებაა მეტი სიფრთხილე", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისული ბიუჯეტის პრეზენტაციისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდა.

„მინდა დავუბრუნდე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო უფრო მეტი სიფრთხილისკენ. დღევანდელი დღე აჩვენებს, რომ ჩვენ არაფრისგან დაზღვეულები არ ვართ, ჩვენი უპირველესი ვალდებულებაა მეტი სიფრთხილე, უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და რა თქმა უნდა ჩვენ, ყველა ერთად უნდა გავუფრთხილდეთ ქართულ ტურიზმს და თითოეულ თქვენგანს მოვუწოდებ ვიმოგზაუროთ და დავისვენოთ საქართველოში. ეს იქნება ყველაზე დიდი მხარდაჭერა დღეს, ამ წელს ჩვენი ეკონომიკისთვის და ჩვენი ტურისტული სექტორისთვის”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.