გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

იმნაძე: აბიტურიენტმა გამოცდაზე საკუთარი საწერკალამი უნდა მოიტანოს

9-06-2020

"გადაწყდა, რომ აბიტურიენტმა გამოცდაზე საკუთარი საწერკალამი უნდა მოიტანოს", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

იმნაძის თქმით, გარდა საწერკალმისა, საგამოცდო სივრცეში მაქსიმალურად შეზღუდული ინება სხვა ნივთების შეტანა.

"გადაწყდა, რომ აბიტურიეტმა საწერკალამი თავისი უნდა მოიტანოს იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაზღვეული იყოს, რათა არ მოხდეს უცხო ნივთების გაზიარება. რა თქმა უნდა კალამსაც დაახვედრებენ თუ ვინმეს არ ექნება. ჯობია, რომ აბიტურიეტებმა თავისი საწერკალამი მოიტანონ. მაქსიმალურად შეზღუდული იქნება ნებისმიერი სხვა ნივთების შეტანა საგამოცდო სივრცეში, ამიტომ აბიტურიენტებს ვთხოვთ, რომ ესეც გაითვალისწინონ", - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივნისს ჩატარდება.

pia