გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ამირან გამყრელიძე: სიმპტომების არსებობის შემთხვევაში აბიტურიენტი გამოცდას იზოლირებულად ჩააბარებს

9-06-2020

"ეროვნულ გამოცდებზე ხალხის დიდი მასა იყრის თავს, რაც გარკვეულად, ინფექციის გავრცელების მომატებულ რისკს წარმოადგენს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ შემთხვევით, გამოცდაზე არ მოხვდეს ინფიცირებული აბიტურიენტი და შემდგომში არ გახდეს ინფექციის გავრცელების წუარო სხვა ადამიანებისთვის",- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსის სიმტომები კიდევ ერთხელ დაასახელა.

"კორონავირუსის კლინიკური სიმპრომები არის მაღალი ტემპერატურა, ხველა და სუნთქვის გაძნელება, ამიტომ წინასწარ უნდა მოხდეს დიაგნოსტირება. აბიტურიენტმა, რომელსაც გამოცდამდე ექნება სიმპტომები, აუცილებლად უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას",- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

როგორც მან განაცხადა, თუ აბიტურიენტს სიცხე ან სხვა სიმპტომები გამოცდაზე შესვლამდე დაუფიქსირდება, ამისთვის რამდენიმე ალგორითმი არსებობს და ასეთ აბიტურიენტს გამოცდის იზოლირებულად ჩაბარების შესაძლებლობა ექნება.

გამოცდაზე არ დაიშვება მხოლოდ აბიტურიენტი, ვინც არ იქნება ტესტირებული და სიმპტომები ბოლო დღეების განმავლობაში ექნება, რადგან ის შესაძლო შემთხვევად მიიჩნევა.

pia