გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ბექა ლილუაშვილი: მხარდაჭერის გეგმის საფუძველზე, სახელმწიფო, ერთი მხრივ, ეხმარება სამშენებლო სექტორს და მეორე მხრივ, პასუხობს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას - დევნილი მოსახლეობის საცხოვრისით დაკმაყოფილებას

10-06-2020

დევნილებისთვის ბინების შესყიდვა არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძება, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ- მინისტრის მრჩეველმა, ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმნა განაცხადა.



მისი თქმით, აღნიშნული მხარდაჭერის გეგმის საფუძველზე, სახელმწიფო, ერთის მხრივ, ეხმარება სამშენებლო სექტორს და მეორე მხრივ, პასუხობს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას - დევნილი მოსახლეობის საცხოვრისით დაკმაყოფილებას.



" როდესაც ამ ღონისძებაზე ვმუშაობდით, ვთქვით, რომ ჩვენ, ერთის მხრივ, შეგვიძლია მივეხმაროთ სექტორს და მეორე მხრივ, ვუპასუხოთ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას - ჩვენი დევნილი მოსახლეობის საცხოვრისით დაკმაყოფილებას და ამიტომ, ეს ღონიძიება მოხვდა მხარდაჭერსის გეგმაში. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო, ყოველწლიურად დაგეგმილი რაოდენობის მიხედვით ახორციელებს საცხოვრებელი ფართების შეძენას. ეს პროცესი ჩვენ მიმდინარე ბიუჯეტის მიხედვითაც გვქონდა დაგეგმილი და წელს ის გაგრძელდება წლის ბოლომდე, თუმცა დამატებით 150 მილიონი ლარის რესურსი დაიხარჯება იმაზე, რომ 1800 დევნილ ოჯახს დავუკმაყოფილოთ საჭიროება. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ერთი მხრივ, სექტორს შეუნარჩუნებს და გაუზრდის შემცირებული გაყიდვების მაჩვენებელს და მეორე მხრივ, საშუალოდ, სამი წლით ადრე 1800 ოჯახს მივცემთ შესაძლებლობას მიიღონ საცხოვრებელი ფართი", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.