გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გიორგი გახარია: სოფლის მეურნეობა არის ის დარგი, რომელსაც შეუძლია, არა მარტო გამოკვებოს ეს ქვეყანა, არამედ, ექსპორტის პოტენციალიც ჰქონდეს

10-06-2020

 

ამ ქვეყანაში სოფლის მეურნეობა არის ის დარგი, რომელსაც შეუძლია, არა მარტო გამოკვებოს ეს ქვეყანა, არამედ, ექსპორტის პოტენციალიც ჰქონდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, შიდა ქართლში, ფერმერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

 

 

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არ არის მარტივი,  მაგრამ სოფლის მეურნეობის ინდუსტრიალიზაცია უნდა მოხდეს.

 

 

 

„ეს არის ყველაზე კარგი მაგალითი, თუ რა შეუძლია შრომას და როგორ შეიძლება ქვეყანას ემსახურო, განსაკუთრებით აქ. ეს მაღალფარდოვანი სიტყვები არ არის. ბოლო დღეების განმავლობაში, ისეთი წუწუნი მესმის ისეთი ჯანიანი ბიჭების ქალაქში, რომ ტურისტი აღარ არის, რა გვეშველება, მოგვეხმარეთ და ა.შ. რეალურად, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი, ჯანით და ენერგიით სავსე, თუ აქვს შესაბამისი სურვილი, სამართლიანობა, ღირსება, ყოველთვის შეძლებს, საქმე გააკეთოს ისე, როგორც აკეთებს გიორგი.

 

 

 

6 თვის წინ ვიყავით ვაშლის ბაღებში, რომელიც საუკეთესოდ არის გაკეთებული. იქაც ვისხედით, ბევრი კარგი გადაწყვეტილება მივიღეთ, ბევრ რაღაცაზე შევთანხმდით. საქმის კეთება ვისაც უნდა, ყოველთვის შეძლებს, მიუხედავად იმ რთული პირობებისა, რაშიც ქვეყანას უწევს ცხოვრება. ყველანაირი წუწუნის და ვინმეზე გადაბრალების გარეშე და ეს კაცი, ისევე როგორც თქვენ, არის ამისი მაგალითი.

 

 

 

მართლა რთული პერიოდია. ზოგჯერ რთულია ადამიანს აუხსნა, რომ ეპიდემია ძალიან დიდი რისკია, ასეთ ამინდში, ასეთ რეგიონში, უამრავი სხვა გამოწვევა გვაქვს. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არ არის სახუმარო საქმე. ახლა თუ რაღაცას ვაკეთებთ და შედეგი გვაქვს, გვაქვს ერთობლივი მუშაობით და ასე უნდა გავაგრძელოთ. რაც უფრო გავუფრთხილდებით ერთმანეთს და დავიცავთ წესებს, მეტი შესაძლებლობა გვექნება, რომ ეკონომიკა და პირველ რიგში, სოფლის მეურნეობა ნელ-ნელა გამოვაცოცხლოთ. ყველამ ნახა, რომ როგორც კი კრიზისი დაიწყო, სოფლის მეურნეობის მინისტრს მოუწია პროდუქტებზე მარაგების გაკეთება, იმიტომ, რომ მეზობლებმა და ყველა იმ ქვეყანამ, საიდანაც პროდუქტს ვყიდულობდით გადაკეტეს და თქვეს, რომ ექსპორტი დამთავრდა.

 

 

 

ამ ქვეყანაში სოფლის მეურნეობა არის ის დარგი, რომელსაც შეუძლია, არა მარტო გამოკვებოს ეს ქვეყანა, არამედ, ექსპორტის პოტენციალიც ჰქონდეს. ეს არ არის მარტივი, მიწები ძალიან დაქუცმაცებულია, ზოგან წყლის პრობლემაა, ზოგან ცოდნის პრობლემაა, მაგრამ სოფლის მეურნეობის ინდუსტრიალიზაცია უნდა მოხდეს, ეს ვერ მოხდება ერთ დღეში, მარამ გიორგი არის ამის კარგი მაგალით, როგორ შეუძლება, რომ ამ წარმატებულ მოდელზე, ახალგაზრდებმა გააკეთონ ისე, როგორც ეს კაცი, ეფექტურად, შედეგიანად აკეთებს საქმეს და შედეგიც სახეზეა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.