გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გიორგი გახარია: შიდა ქართლში გლეხს და ფერმერს სჭირდება განსაკუთრებული დახმარება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ინიციატივები, რომლებიც ამ ადამიანებს აქვთ, მაქსიმალურად იყოს ათვისებული

10-06-2020

შიდა ქართლში გლეხს და ფერმერს სჭირდება განსაკუთრებული დახმარება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ის ინიციატივები, რომლებიც ამ ადამიანებს აქვთ, მაქსიმალურად იყოს ათვისებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, შიდა ქართლში, ფერმერებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე გამოითქვა ინიციატივები, რომელთა ნაწილი ანტიკრიზისულ გეგმაში აისახება.



„დღეს ვიმყოფებით შიდა ქართლში. შეხვედრა გვქონდა ფერმერებთან. ამ რეგიონში გლეხს და ფერმერს სჭირდება განსაკუთრებული დახმარება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ის ინიციატივები, რომლებიც ამ ადამიანებს აქვთ, მაქსიმალურად იყოს ათვისებული. მათ ჰქონდათ შემოთავაზებები, შენიშვნები, იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც ანტიკრიზისულ გეგმაში ჩავდეთ ნაწილობრივ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ, რაც მოსწრებადია“, - განაცხადა პრემიერმა.