გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გიორგი გახარია პარტიის საარჩევნო სიაზე: ნუ ვჩქარობთ, ჯერ ჩვენ კონკრეტული ამოცანები გვაქვს - ეს არის პანდემია, ეპიდემია, ეკონომიკური კრიზისი

10-06-2020


ჩვენ დღეს საოპერაციო დონეზე იმდენი მიმდინარე საკითხები გვაქვს გასაკეთებელი, არც გვიფიქრია ამაზე,- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას, რამდენად არის შესაძლებელი, წინასაარჩევნოდ მისი კანდიდატურა სიის სათავეში ვიხილოთ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ჯერ მთავრობის წინაშე დგას კონკრეტული ამოცანები - ეს არის პანდემია, ეპიდემია, ეკონომიკური კრიზისი.

„ყველაფერი შესაძლებელია, ან ყველაფერი არ არის შესაძლებელი. ნუ ვჩქარობთ ჯერ ჩვენ გვაქვს კონკრეტული ამოცანები - ეს არის პანდემია, ეპიდემია, ეკონომიკური კრიზისი. საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს და არ მიფიქრია ამ სიაზე. ჯერ ადრეა. არანაირი კონსულტაციები არ მიმდინარეობს, რა დროს კონსულტაციებია. ჩვენ დღეს საოპერაციო დონეზე იმდენი მიმდინარე საკითხები გვაქვს გასაკეთებელი, არც გვიფიქრია ამაზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.