გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ახალციხეში მრავალსართულიანი კორპუსების ფასადებისა და სადარბაზოების რეაბილიტაცია გრძელდება

10-06-2020

ქალაქ ახალციხეში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადებისა და სადარბაზოების რეაბილიტაცია ქტიურ ფაზაშია.

სამუშაოები მიმდინარეობს რუსთაველისა (№99, №99ა, №101,№103, №107) და აპინძის ქუჩებზე (№36) მდებარე მრავალსართულიან კორპუსებზე. პროექტის ფარგლებში ხორციელდება საცხოვრებელი სახლების ფასადების მოპირკეთება და შეღებვა, სადარბაზოებისა და აივნების კეთილმოწყობა, სადარბაზოებში იცვლება ფანჯრები და კორპუსების მაცხოვრებლები რკინის ახალი კოდირებული კარით ისარგებლებენ. სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ქალაქის იერ-სახისა და   მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს მოწესრიგება,  ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია, შესაბამისად საცხოვრებელი სახლების ფასადების, სადარბაზოების და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ეტაპობრივად გაგრძელდება.