გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ბექა ოდიშარია: სახელმწიფო ვალდებულია აღმოფხვრას ყველა ხვრელი, რომელიც წარმოშობს გადასახადებისაგან თავის არიდებას

10-06-2020

 

 „ამ საკითხს არავინ პედალირებს, კიდევ ორი კომიტეტის სხდომაა დაგეგმილი და ვფიქრობ, რომ მოვახერხებთ პოზიციების დაახლოებას. ჩვენ, პირველ რიგში, გამოვალთ რიგითი მოქალაქის ინტერესიდან. რა თქმა უნდა, ნაკლებად მნიშვნელოვანი არ გახლავთ სახელმწიფო ბიუჯეტიც, რომელიც  შედგება იმ შემოსავლებისგან და იმ დაბეგვრის რეჟიმებისგან, რომელიც ყველა ბიზნესმენისათვის ერთნაირად  სამართლიანი უნდა აიყოს“, - განაცხადა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ პლენარულ სხდომაზე, სადაც კანონპროექტზე - „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის“ მსჯელობენ. ცვლილება ნავთობპროდუქტების აირების დაბეგვრის არსებული მოდელის სრულყოფას და სახელმწიფო ბიუჯეტში თანხების მობილიზების ეფექტურობის ამაღლებას ითვალისწინებს.

 

 

 

მისივე თქმით, ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკაა და აქედან გამომდინარე, უნდა იყოს კონკურენცია.

 

 

 

„სახელმწიფო ვალდებულია აღმოფხვრას ყველა ხვრელი, რომელიც წარმოშობს გადასახადებისაგან თავის არიდებას. თუ ხდება გადასახადებისგან თავის არიდება, რა თქმა უნდა, ადამიანებმა უნდა აგონ პასუხი. ჩვენი ვალდებულებაა ხელი შევუწყოთ სექტორს, რომ   სექტორში მოთამაშე მხარეები იყვნენ სამართლიანი კონკურენციის პირობებში. დაგეგმილია კიდევ ორი კომიტეტის სხდომა და მინდა ვიყო დარწმუნებული, რომ ჩვენ გვექნება სრული წარმოდგენა, მოსახლეობასთან ერთად, სხვა თანმდევ საკითხებზე, კერძოდ, ეკოლოგიაზე, საერთაშორისო გამოცდილებაზე და სხვა.  კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში ჩვენ გამოვალთ რიგითი მოქალაქის ინტერესებიდან“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.​