გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

რატი იონათამიშვილი: თუ გვსურს, რომ კოვიდ 19-ის გავრცელების რისკები რაც შეიძლება, მალე დასრულდეს, აუცილებლად უნდა დავიცვათ უსაფრთხოების ყველა ზომა - მათ შორის, პირბადესთან დაკავშირებით

10-06-2020

 

„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დიდ ნაწილს, განსაკუთრებით, ბავშვებსა და მოზარდებს, ვინც იღებენ სარეაბილიტაციო სერვისს და ამ საგანგებო მდგომარეობის დროს იძულებით შეჩერებული იყო მათთვის ეს სერვისი. მათ დიდ ნაწილს, ვისაც ინტელექტუალური ან მენტალური შეფერხება და საჭიროებები გააჩნდა, უჭირს იმის გაცნობიერება, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი პირბადის ტარება. ამან შეიძლება, ისინი, ავტომატურად გათიშოს სარეაბილიტაციო სერვისების მიღებისგან, ამიტომ, გთხოვთ, რომ ამის ვალდებულება აუცილებლად უნდა იყოს და მათ უნდა მიეცეთ საშუალება, როგორც ტრანსპორტში, ასევე, სარეაბილიტაციო სივრცეებში მისვლის“,- ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

 

 

 

დეპუტატმა იმ კანონპროექტზე ისაუბრა, რომელიც  დახურულ საჯარო სივრცეებში პირბადის ტარებასა და პირბადის წესის დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმას ითვალისწინებს.  მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნორმა დროებითია და ყურადღება გაამახვილა მსოფლიო პრაქტიკაზეც.

 

 

 

„მსოფლიო პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ისეთ სივრცეებში, სადაც ერთდროულად იყვნენ ადამიანები, ვისაც ეკეთა პირბადე და არ ეკეთა, მოხდა ისე, რომ დაინფიცირდნენ ის ადამიანები, ვისაც არ ეკეთა პირბადე და არ დაინფიცირდნენ იმავე სივრცეში ისეთივე ხარისხის კონტაქტის დროს ის ადამიანები, ვისაც ეკეთა პირბადე. ანუ, ეს ნიშნავს იმას, რომ მართლაც ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა და კი, შეიძლება ჩვენ გარკვეულწილად გვაქვს დისკომფორტი სხვადასხვა თემის გამო, მაგრამ თუ გვინდა, რომ ეს დისკომფორტი რაც შეიძლება, მალე დასრულდეს და თუ გვსურს, თითოეულ ჩვენგანს, რომ პანდემიის რისკები და კოვიდ 19-ის გავრცელების რისკები რაც შეიძლება, მალე დასრულდეს, ჩვენ აუცილებლად უნდა დავიცვათ უსაფრთხოების და პრევენციის ყველა ზომები, მათ შორის, პირბადესთან დაკავშირებით“,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.​