10-06-2020
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში „დახატე ისტორია“ გამარჯვებულები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა და ამავე სააგენტოს სამუზეუმო განყოფილების უფროსმა ლაშა ასლანიშვილმა დააჯილდოვეს.
კონკურსი სამ ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდა 31 მოსწავლე.
თითო ასაკობრივ კატეგორიაში ჟიურის მიერ გამოვლინდა ერთი გამარჯვებული:
• 7-იდან 11 წლამდე - რატი ვარშალომიძე
• 11-დან 15 წლამდე-ეთუნა ბერიძე
• 15-იდან 18 წლამდე- ნათია გორგოშაძე