გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ამირან გამყრელიძე:შემოდგომაზე შემთხვევების ახალი ტალღაა მოსალოდნელი, მთავარია ეპიდსიტუაცია არ გაგვექცეს

11-06-2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შემოდგომაზე შემთხვევების ახალი ტალღაა მოსალოდნელი. ამიტომ გახშირებული შემთხვევების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ეპიდვითარების კონტროლი.

"მეორე თუ მესამე ტალღებზე სერიოზული საუბარია, იმიტომ, რომ ჯერჯერობით კორონავირუსის ბუნება არ არის ცნობილი. კორონავირუსი გახლავთ ე.წ. რესპირაციული ვირუსების ჯგუფის წარმომადგენელი. ასეთი ვირუსები განსაკუთრებით მწვავდება, როცა ცივი პერიოდი იწყება. ვთქვათ, ჩვენთან ოქტომბრის შუა რიცხვებიდან.

საუბარი არის ამაზე, რომ შესძლებელია იყოს მეორე ტალღა და ამიტომ ყველა ქვეყანა სერიოზულად უნდა მოემზადოს. მზადყოფნის რეჟიმი გასაძლიერებელია, მთავარია, რომ ეპიდსიტუაცია არ გაგვექცეს ხელიდან," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, თბილისში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა, რომელთა წყაროც ჯერჯერობით დაუდგენელია. ამ დროისთვის მიმდინარეობს კვლევები.

რუსთავი2