გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

შატილი, უფლისციხე, მარტვილის კანიონი, მესტია და უშგული - ფრანგი ბლოგერის კიდევ ერთი ვიდეო საქართველოზე

17-11-2017

ფრანგმა რეჟისორმა და ფოტოგრაფმა - ბენჟამინ მარტინმა, რომელიც ინტერნეტსივრცეში Tolt-ის სახელით არის ცნობილი და მოგზაურობასთან დაკავშირებულ მასალებს ამზადებს, საქართველოს შესახებ მორიგი ვიდეო რგოლი გამოაქვეყნა.

პირველი ვიდეობლოგი სახელწოდებით - „არ წახვიდეთ საქართველოში“, სოციალურ ქსელებში საკმაოდ პოპულარული იყო.

ფრანგი ბლოგერი მოგზაურობის დროს გადაღებულ ვიდეოებს ვირუსულ სათაურებს ურჩევს, მაგალითად: „არ წახვიდეთ ირანში“, „არ წახვიდეთ ალჟირში“. რეალურად კი მაყურებელს სწორედ იმ ღირსშესანიშნაობებს აჩვენებს, რის გამოც ამა თუ იმ ქვეყნის ნახვა ღირს.  

საქართველოს შესახებ მომზადებული მორიგი ვიდეო შატილში, უფლისციხეში, გორში, წყალტუბოში, მარტვილის კანიონსა და სვანეთში - მესტიასა და უშგულში გადაღებულ კადრებს აერთიანებს.



„შატილისკენ გავემგზავრეთ. გზად რუსეთ-საქართველოს მეგობრობის მონუმენტი ვნახეთ. ღამე შატილში გავატარეთ. დილა კი სახლში მომზადებული საუზმით დავიწყეთ. როგორც იქნა, მზემ გამოანათა და პეიზაჟებითა და კოშკებით ტკბობის საშუალება მოგვეცა.

დანიშნულების მომავალი პუნქტი - უფლისციხე. შემდეგ გორი, ქალაქი სადაც სტალინი დაიბადა და მისი სახელობის მუზეუმიც აქვთ.

წყალტუბოშიც ვიყავით, საბჭოთა დროს ეს ადგილი ძალიან პოპულარული იყო, ახლა კი აჩრდილთა ქალაქს ჰგავს.

მომდევნო დღეს, მესტიისკენ მიმავალ გზას უთენია დავადექით, რათა მარტვილის კანიონის ნახვაც მოგვესწრო.

რამდენიმე საათის შემდეგ საბოლოოდ ჩავაღწიეთ უშგულში. საღამოს კი რესტორანს ვესტუმრეთ, სადაც ტრადიციული ქართული ცეკვითა და სიმღერით ვისიამოვნეთ.“  


წყარო: "მთის ამბები"