გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მარინა ეზუგბაია: ახალი შემთხვევებიდან ერთი ინფიცირებული სამედიცინო პერსონალია, 4-ის წყარო ჯერჯერობით უცნობია

11-06-2020

დღეს დაგვემატა 6 და გვაქვს 828 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების რიცხვი 4-ით გაიზარდა, იყო 690 და გახდა 694. კოვიდ ცენტრებში ამ ეტაპზე მკურნალობ 121 დადასტურებული პაციენტი, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, 4 ახალი ინფიცირებულის წყარო ჯერჯერობით არ დადგენილა და აღნიშნულზე ეპიდკვლევა ამ დრომდე მიმდინარეობს.

„ახალი შემთხვევებიდან ერთი არის საკარანტინო სივრციდან, შემოტანილი ანუ იმპორტირებული. ერთი არის სამედიცინო პერსონალი. 4 პაციენტის წყაროს დადგენა გრძელდება. პირველწყარო ამ ოთხ შემთხვევასთან არ არის დადგენილი. მიდის მათი კონტაქტების ჩაღრმავებული ეპიდკვლევა. ვნახოთ რამდენიმე დღეში ამათი ინფიცირების წყარო უნდა მოიძიოს. ახალი შემთხვევებიდან ჩვენს კლინიკაში გადმოყვანილია ერთი პაციენტი. ასაკოვანი ქალია, რომელსაც ცხელების ცენტრში დაუდგინა კოვიდი, ძირითადად იყო სახლში. ჩვენს ცენტრში ამ ეტაპზე მკურნალობს 41 პაციენტი. გუშინ გამოჯანმრთელდა ორი. ყველაზე მძიმე არის ეს ახალი პაციენტი. მას აქვს ოთხი რისკის ფაქტორი. არის ასაკიანი, თირკმლის ქრონიკული დაავადებების მქონე, არის შაქრიანი დიაბეტი და პარალელურად აქვს ფიპერტონული დაავადებაც. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა ფასდება, როგორც მძიმე. გვაქვს მძიმე პნევმონია “, - აღნიშნა ეზუგბაიამ.

imedinews.ge