გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

საქართველო სომხეთს სამედიცინო პერსონალით დაეხმარება

11-06-2020

"რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს დავალება მიღებული იმისთვის, რომ მოამზადოს ის დახმარება, რომელიც საქართველოს შეუძლია გაუწიოს მეზობელ სომხეთს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

გიორგი გახარიამ განმარტა, რომ ეს, პირველ რიგში, იქნება სამედიცინო პერსონალით დახმარება. მისივე თქმით, ასეთი თხოვნა გამოიკვეთა ჩვენი მეზობლების მხრიდან. 

 

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში საკმაოდ დაიძაბა ბოლო პერიოდში მდგომარეობა. მე პირადად, ყოველდღიურად კავშირზე ვარ სომხეთის პრემიერთან, ისევე, როგორც კოლეგები, ჯანდაცვის, ეკონომიკის, საგარეო საქმეთა მინისტრები და ჩვენ უკვე მოვახდინეთ იმის იდენტიფიცირება, თუ რა სახის დახმარება სჭირდებათ ჩვენს მეზობლებს. აქ, ურთიერთთანადგომა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი“, -  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.