გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო?! – რას ამბობს პაატა იმნაძე

11-06-2020

საქართველოში შესაძლოა კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო. ამ ვარაუდს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე „ფორმულას“ ეთერში გამოთქვამს.

 

მისი თქმით, ბოლო 5 ახალი შემთხვევა შესაძლოა, Covid-19-ის მეორე ტალღად ჩაითვალოს.

 

იმნაძე იმედს გამოთქვამს, რომ ამ პროცესს ქვეყანა სწრაფად გააჩერებს.

„თბილისში ხუთი ახალი შემთხვევიდან ოთხის წყარო ჯერჯერობით ვერ დგინდება. კვლევა მიმდინარეობს.

 

უამრავი კონტაქტი უკვე გამოკვლეულია და ზოგი კარანტინში ან თვითიზოლაციაშია გადაყვანილი. ერთ შემთხვევაში ალბათ გავალთ მეტ–ნაკლებად წყაროზე, მაგრამ 4 შემთხვევაში დიდი კითხვის ნიშნებია გავალთ თუ არა წყაროზე.

 

პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მეორე ტალღა, პატარა მეორე ტალღა, რომელიც იმედი გვაქვს, რომ სწრაფად გავაჩერებთ”, – განაცხადა იმნაძემ.

 

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გუშინ საღამოს გამოვლინდა.

 

პრაიმტაიმი