გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ახალციხეში 9 წლის ბავშვის „ფეისბუკით“ მის ახლობლებს ფული გამოსძალეს

11-06-2020

ახალციხეში, ცხრა წლის გოგონას „ფეისბუკის“ გვერდი გაუტეხეს. დამნაშავემ მშობლის სახელით გოგონას ახლობლებს მოტყუებით სახელფასო ბარათების მონაცემები გააგზავნინა და თანხა ჩამოაჭრა.

 

ცხრა წლის გოგონას ოჯახის წევრებმა, მისი „ფესბუკის“ გატეხვის შესახებ რამდენიმე დღის წინ გაიგეს.

 

„ახლობლებმა დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ბარათებიდან სოლიდური თანხები ჩამოეჭრათ. ფეისბუკს, რომელიც გატეხეს ჩემი და დიდი ხანია აღარ იყენებს, მაგრამ გაუქმებული არ ჰქონია“, – ამბობს ცხრა წლის გოგონას და.

 

პირს, რომელსაც ბარათიდან მოტყუებით 688 ლარი ჩამოაჭრეს ამბობს, რომ თავიდან ეჭვი არ შეუტანია, რადგან ეგონა ბარათის კოდს ბავშვის მშობელი, მისი ახლობელი სთხოვდა.

 

„ახალი ბარათის გასააქტიურებლად ერთი ლარის ჩარიცხვა მთხოვა და მითხრა სახელფასო ბარათის კოდი მომწერე და მე გადავრიცხავო. თავიდან ეჭვი არ შემიტანია და ბარათის კოდიც გავუგზავნე. მერე ბავშვის დედას მობილურზე დავურეკე და მივხვდით რომ მოგვატყუეს, მაგრამ უკვე გვიანი იყო, თანხის გადარიცხვა მოასწრო“, – ამბობს არასრულწლოვანი გოგონას ნათესავი.

 

არასრულწლოვნის და ამბობს, რომ თანხა სახელფასო ბარათიდან მეორე ახლობელსაც ჩამოაჭრეს.

 

„ნათესავი მყავს საჩხერეში და იმას 230 ლარი ჩამოაჭრეს. ჩემი დის „ფეისბუკიდან„ წერს ყველა ჩვენს ახლობელს“.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით, თაღლითობის და 284 მუხლის პირველი ნაწილით, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის მუხლებით დაიწყო.

პრაიმტაიმი