გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი კობახიძე: ქართული ოცნება არის პირველი ხელისუფლება საქართველოში, რომელსაც არ ჰქონია ომი, არ დაუკარგავს ტერიტორიები და უპრეცედენტოდ მაღალ დონეზე აიყვანა უსაფრთხოების და სტაბილურობის ხარისხი ჩვენს ქვეყანაში

11-06-2020

„გულდასაწყვეტი და სამარცხვინოა, რომ ასეთ დოკუმენტში ხვდება ლობისტების მიერ ჩასმული წინადადება, მთლიანად დოკუმენტი ხელისუფლების მხარდამჭერია",  - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის კომენტირებისას.

მისი თქმით, დოკუმენტში საუბარია, რომ უპრეცენდენტოდ მაღალია თავდაცვის სფეროში შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა.

„ეს არის რესპუბლიკური პარტიის კვლევითი ცენტრის მიერ შედგენილი დოკუმენტი, მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი არ არის მაღალი რანგის, მაინც ძალიან სამწუხაროა, გულდასაწყვეტია და ვიტყოდი სამარცხვინოა, რომ ასეთ დოკუმენტში ხვდება ლობისტების მიერ ჩასმული წინადადება. თუ ნახავთ დოკუმენტს, არის საკმაოდ ვრცელი და მთლიანად დოკუმენტი არის ხელისუფლების მხარდამჭერი. საუბარია მაგალითად იმაზე, რომ უპრეცენდენტოდ მაღალია თავდაცვის სფეროში შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა. მთლიანი სულისკვეთება შეესაბამება ხელისუფლების სულისკვეთებას” - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დოკუმენტში არის ერთი წინადადება, რომელიც ყველაფერ დანარჩენს ეწინააღმდეგება და აქ ლობისტების ხელი ჩანს.

„იქ არის ერთი წინადადება ჩასმული, რომელიც ყველაფერ დანარჩენს ეწინააღმდეგება, სადაც საუბარია იმაზე, რომ თითქოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ალიანსში რუსეთთან და არის დესტაბილიზაციის წყარო საქართველოში, მაშინ როდესაც ყველამ ვიცით, რომ ქართული ოცნება არის პირველი ხელისუფლება საქართველოში, რომელსაც არ ჰქონია ომი, არ დაუკარგავს ტერიტორიები და რომელმაც უპრეცედენტოდ მაღალ დონეზე აიყვანა უსაფრთხოების და სტაბილურობის ხარისხი ჩვენს ქვეყანაში. აქ ჩანს ლობისტების ხელი. იცით რომ რამდენიმე თვის წინ იყო სკანდალური ინფორმაცია, რომლის თანახმადაც შუნემანი, რომელიც არის „აირაის“ ბორდის ვიცე-პრეზიდენტი იღებს ფულს ნაციონალური მოძრაობისგან. ეს არის აბსოლუტურად ღია ინფორმაცია და ასეთი კავშირებით სამწუხაროდ ასეთი ტიპის დოკუმენტებში ხვდება ასეთი წინადადებები, ხვდება შიდა წინააღმდეგობები გულდასაწყვეტი და სამარცხვინოა. ეს ხდებოდა 2012 წლამდეც. 2012 წლამდე ჩვენ მუდმივად გვესმოდა გარკვეული გზავნილები ასეთი ტიპის დოკუმენტებში, ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებებში, სადაც იყო საუბარი დემოკრატიის შუქურაზე, რომელიც სააკაშვილს ჰქონდა ჩამოყალიბებული. საუბარი იყო პრობლემებზე, რომელიც ჰქონდა ივანიშვილს ჯერ კიდევ ოპოზიციაში ყოფნის დროს, მაგალითად გახსოვთ, რომ „EPP“ - ის პრეზიდენტი მარტენსი 2012 წელს აცხადებდა, რომ ივანიშვილი არიგებდა მაცივრებს და ტელევიზორებს საქართველოში, მერე ქართველი ჟურნალისტები სვამდნენ კითხვას ივანიშვილთან, ეკითხებოდნენ ეთანხმებოდა თუ არა ამას და შემდეგ მარტივი იყო პასუხი რომ არავითარი, არცერთი პრეცენდენტი მაცივრის და ტელევიზორის დარიგების არ იყო, ასეთ სამარცხვინო ხასიათსაც კი იღებდა ლობისტური საქმიანობის შედეგები, რომელსაც აწარმოებდა ნაციონალური მოძრაობა თავის დროს. იყო არაერთი სხვა პრეცედენტი, მაგალითად იმედის კანონიერი მესაკუთრისთვის დაბრუნება შერაცხეს კინაღამ, როგორც მესაკუთრისთვის ქონების ჩამორთმევა, ამის მცდელობა იყო ევროსაბჭოში და ასეთი განცხადებები არა ერთხელ გაკეთებულა ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან” - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ლობისტურ საქმიანობას აქვს ვიწრო ლოკალური შედეგი, თუმცა ამას საბოლოო ჯამში ვერავითარ შემთხვევაში ვერ ექნება წარმატების ეფექტი ნაციონალური მოძრაობისთვის და ვერც მათი ლობისტებისთვის გამომდინარე იქიდან, რომ სიმართლე იცის ყველამ, სიმართლე იცის ქართულმა საზოგადოებამ და სიმართლე იცის ამერიკის ხელისუფლებამ. 

„მე შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ორი კვირის წინ რეკერმა, რომელიც არის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გააკეთა განცხადება, რომლის თანახმადაც არასდროს ყოფილა ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა და ურთიერთობები ისეთ მაღალ დონეზე აყვანილი, როგორც დღეს. ეს არის ბუნებრივი მნიშვნელოვანი და არა სადღაც ჩასმული ფრაზები, ლობისტური ჩართულობით“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.