გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ამირან გამყრელიძე: ინფექცია ცირკულირებს ქვეყანაში და სად, როდის იჩენს თავს, განსაკუთრებით შემსუბუქების პერიოდში, არავინ იცის

11-06-2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას კვლავ სიფრთხილისკენ მოუწოდებს. შესაბამისი განცხადება ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, 4 შემთხვევა, სადაც ინფიცირების პირველწყარო უცნობია, შეშფოთებას იწვევს.

„ეს ასეთი არაპირდაპირი ნიშანია, რომ ინფექცია ცირკულირებს ქვეყანაში და შემსუბუქების ფონზე თუ ჩვენ არ დავიცავთ იმ რეკომენდაციებს, რასაც იძლევა ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, მაშინ შესაძლებელია, რომ ჩვენ დავდგეთ გარკვეული რისკების წინაშე. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ნუ შევქმნით ილუზიას, რომ ჩვენ კოვიდი უკვე დავამარცხეთ. არა, ბატონებო, პანდემია გრძელდება მთელ მსოფლიოში. საქართველო ნაწილია სამყაროსი, ამიტომ კოვიდი ჩვენ არ დაგვიმარცხებია. ინფექცია ცირკულირებს ქვეყანაში და სად, როდის იჩენს თავს, განსაკუთრებით ამ შემსუბუქების პერიოდში, ეს არავინ იცის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, სპეციალისტები 4 ინფიცირებულის კონტაქტებს აქტიურად იკვლევენ და იმედი აქვთ, რომ დაავადების პირველწყაროს მალე გამოავლენენ.

საქართველოში კორონავირუსი 828 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 694 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა. 4 ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო უცნობია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

imedinews.ge