გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პაატა იმნაძე არ თვლის, რომ საქართველოში შეზღუდვები ნაადრევად მოიხსნა

11-06-2020

პაატა იმნაძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი დროულად მოიხსნა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გარკვეული აკრძალვების თავიდან შემოღება პირდაპირ იქნება დამოკიდებული იმაზე თუ რამდენად მკაცრად დაიცავს წესებს მოსახლეობა და ბიზნეს-სექტორი.

„თავის დროზე მოხდა ყველაფერი. აქ მთავრი იქნება თითოეული ჩვენგანი და ასევე ბიზნესი როგორ მოიქცევა. ბიზნესი თუ მოუფრთხილდება თავის საქმიანობას და ყველა წესს დაიცვას თავის სფეროში, ასევე თუ ჩვენ ყველა წესს დავიცავთ, რომელიც მესმის, რომ დისკომფორტია, მაგრამ არ არის ძნელი შესასრულებელი, (შეზღუდვების ხელახალი დაწესება საჭირო არ გახდება“, - განამრტა იმნაძემ.

საქართველოში კორონავირუსი 828 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 694 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა. 4 ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო უცნობია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

imedinews.ge