გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თეა წულუკიანი: პენიტენციური სამსახური გამოიჩენს სათანადო სიმკაცრეს იმისთვის, რომ საპატიმრო საქართველოში დარჩეს ვირუსის მიღმა

11-06-2020

“როდესაც დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ვირუსის რამდენიმე შემთხვევაა და დაინფიცირების წყარო ვერ დგინდება, ჩვენი ვალია, შემოვკრათ განგაშის ზარს და დღესვე მოვუწოდოთ საზოგადოებას - ვიყოთ ფრთხილად, ნუ მივიყვანთ მდგომარეობას იქამდე, რომ გამრავლდეს შემთხვევები, როდესაც არ გვეცოდინება დაინფიცირების წყარო“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მან ისაუბრა იმ პრევენციულ ზომებზე, რაც იუსტიციის სამინისტროში, მათ შორის პენიტენციურ სისტემაში გაგრძელდება იმისთვის, რომ სისტემა ვირუსის შეტანისგან დაცული იყოს.
“რა თქმა უნდა, გაგრძელდება ზრუნვა იმისათვის, რომ საპატიმროებში არ იქნეს ვირუსი შეტანილი, თუმცა ამ ეტაპზე მინდა დავამშვიდო პატიმრებიც და მათი ოჯახებიც, რომ ხანმოკლე პაემნები, ამანათებისა და სხვა გზავნილების მიღება გაგრძელდება, თუმცა გაგებით უნდა მოვეკიდოთ იმას, რომ ამის მიღმა პენიტენციური სამსახური გამოიჩენს სათანადო სიმკაცრეს იმისთვის, რომ საპატიმრო საქართველოში დარჩეს ვირუსის მიღმა.

დანარჩენი სისტემის ფარგლებში, იუსტიციელები გააგრძელებენ, როგორც აქამდე იყვნენ, სავარაუდოდ, სექტემბრის თვემდე სახლიდან მუშაობას, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ მათი სამსახურში გამოცხადება არის მკაცრად აუცილებელი. ამით ჩვენ გვინდა მაგალითი ვაჩვენოთ ასევე კერძო სტრუქტურებს იმისათვის, რომ სხვადასხვა თანამშრომელი სამსახურში არ იქნეს გამოძახებული, მიუხედავად იმისა, მისი მოსვლა არის თუ არა მნიშვნელოვანი კომპანიის ფუნქციონირებისთვის”, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.