26-02-2018
15 წლის გიორგი ქოჩიაშვილი იმერეთის სოფელ წყალფორეთიდანაა. ახალგაზრდა ასაკში ის უკვე რამდენიმე პროფესიას ფლობს.
“მეფუტკრეობა ძალიან საინტერესო პროფესიაა. ასეთ პატარა მწერებსაც კი ბევრი რაღაცის განსაზღვრა შეუძლიათ. ისინი გონებით აზროვნებენ. რაც უფრო მეტ საინტერესო ფაქტს იგებ მეფუტკრეობაში, იგი მით უფრო საინტერესო ხდება. ჯერ მეფუტკრეობა ვისწავლე, შემდეგ კი ფუტკრები მოვაშენეთ. შემდეგ მამაჩემმა “ცეხი” გახსნა, სადაც მას ვეხმარებოდი. თანდათან ხელი გავიწაფე და უკვე ხეზე მუშაობაც ვიცი. ძალიან საინტერესოა, როდესაც შეგიძლია სასურველი ნივთის გაკეთება,”-ამბობს გიორგი.
15 წლის ახალგაზრდის თქმით, დურგლის ხელობაც ისწავლა. იგი ფუტკრებისთვის სკებს საკუთარი ხელით აკეთებს.
“პროგრამირებით 4 წლის წინ დავინტერესდი, როდესაც კომპიუტერი შევიძინე. ინტერნეტის საშუალებით კი უამრავ პროგრამებს ვიძიებდი,”-ამბობს გიორგი.
“ჯეოსელის” დახმარებით გიორგიმ მესამე პროფესიაც შეიძინა და საწარმოს ვებ-გვერდი შექმნა.