გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ნუკრი ქანთარია ეკა ბესელიასა და ანრი ოხანაშვილს სამოგზაუროდ ერთად წასვლას ურჩევს

11-06-2020

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარია პლენარულ სესიაზე ეკა ბესელიასა და ანრი ოხანაშვილის დისკუსიას გამოეხმაურა. კერძოდ, „ქართლი ოცნების“ წევრმა დამოუკიდებელ დეპუტატს და თავის კოლეგას უთანხმოების მოსაგვარებლად ერთად სამოგზაუროდ წასვლა შესთავაზა.

„რასაც ეს ორი დღეა ბატონი ანრისა და ქალბატონი ეკას პაექრობას ვუყურებ, მიჩნდება აზრი, რომ კარგი იქნება, თუ ორივე ერთად სამოგზაუროდ წავა. იქიდან ალბათ, ან ერთი ჩამოვა, ან ორივე ერთად შეხმატკბილებულები ჩამოვლენ“, - განაცხადა დეპუტატმა

ეკა ბესელია და ანრი ოხანაშვილი პარლამენტში პირბადეების ტარების წესის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის საკითხზე კამათობდნენ.

საკანონმდებლო ორგანოში ცვლილებებს უკვე მეორე დღეა განიხილავენ.

imedinews.ge