11-06-2020
გორის რაიონულმა პროკურატურამ, ქ.გორში მომხდარი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალდებული თ.კ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, გორის რაიონულ სასამართლოს მიმართა.
თ.კ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დგინდება, რომ 2020 წლის 9 ივნისს, ქ.გორში, რესტორან „ჟოზეფის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა თ.კ.-მ, შელაპარაკებისას, ე.თ.-ს სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება მიაყენა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.